ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრია საბრძოლო მასალისა და შეტევითი იარაღის წარმოებას ზრდის, – ამის შესახებ სააგენტო Associated Press (AP) 16 თებერვლის სტატიაში იუწყება. სამხედრო ქარხნები გეგმავენ გაზარდონ ე. წ. “დიდი ოთხეულის” იარაღის წარმოება: რეაქტიული HIMARS სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო Javelin კომპლექსების, GMLR-ები მართვადი რაკეტების და 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვების. AP-ის წყაროების თანახმად, მანამ სანამ უკრაინაში კონფლიქტია, “შეერთებული შტატები უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეს მხარს უჭერენ” კიევში. ეს არის გაკვეთილების სწავლა-ჩინეთთან შესაძლო შეტაკების თვალსაზრისით”, – ხაზს უსვამს გამოცემა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კეტლინ ჰიკსმა AP-ს განუცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია “გაუცხელებელი ძრავის“ მსგავსი იყო ანუ არ არსებობდა სათანადო მზადყოფნა. მისი თქმით, ტაივანის მხარდაჭერა უფრო გეგმაზომიერ მიდგომას ითვალისწინებს. “ჩვენ გამოვიტანთ დასკვნას უკრაინის გაკვეთილებიდან”, – აღნიშნა ჰიკსმა.
პენტაგონში არ არიან კმაყოფილი იმით, თუ როგორ უპასუხა აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა უკრაინის კონფლიქტს, უფრო ზუსტად, სპეციალური სამხედრო ოპერაციის სწრაფ დაწყებას, – ციტირებს AP. გარდა ამისა, აშშ-ს სამხედრო უწყებაში უკმაყოფილო არიან იარაღის წარმოების მოცულობითა და ტემპით. პოტენციური (და წყაროების ინტერპრეტაციით – მომავალი) კონფლიქტი ჩინეთსა და ტაივანს შორის აშშ-სგან მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას, განსაკუთრებით ზუსტი საარტილერიო იარაღის მიწოდებაში.
ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ექსპერტები ასევე დარწმუნებულნი არიან: აშშ თავდაცვის ინდუსტრიას ამზადებს ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, კერძოდ, ჩინეთის მიერ ტაივანში შეჭრისთვის.
“სამხედრო კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს 2027 წელს”, – მიიჩნევენ ანალიტიკოსები. CSIS შეგვახსენებს: აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ 2027 წელი ახსენა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში კონგრესში გამოსვლის დროს. აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსი ფრთხილი იყო, მაგრამ დაეყრდნო ორ მოსაზრებას: აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანეთის სარდლობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ადმირალი ჯონ აკვილინოსისა და მისი წინამორბედის – ფილ დევიდსონისას.
“მათი შეფასება ემყარება ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის გამოსვლას, რომელშიც მან მოუწოდა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას დააჩქაროს მოდერნიზაციის პროგრამები, რათა განავითაროს ტაივანის ხელში ჩაგდების შესაძლებლობები და გადმოსწიოს იგი 2035 წლიდან 2027 წლამდე”, – განმარტა გენერალმა მილიმ. ის მიიჩნევს, რომ საფრთხე ჰიპოთეტურია, მაგრამ ადმირალები აკვილინოსა და დევიდსონის აზრია, რომ “ჩინეთს აქვს განზრახვა და გადაწყვეტილება”, შეიჭრას ტაივანში.
CSIS-ცენტრი თავის ანგარიშში მიუთითებს პრობლემაზე: “უკრაინული მოდელი”, რომელიც ითვალისწინებს იარაღის გრძელვადიან მიწოდებას ერთ-ერთი კონფლიქტური მხარისთვის, არ იმუშავებს ტაივანის შემთხვევაში. მიზეზი აშკარაა, გეოგრაფიული ხასიათისაა: ერთია უკრაინის ხმელეთით მომარაგება, ხოლო მეორეა-კუნძული ტაივანი. ჩინეთმა შეიძლება გადაკეტოს წყნარი ოკეანის კომუნიკაციები “კვირების ან თვეების განმავლობაში.” როგორც პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ კეტლინ ჰიკსმა Associated Press-ს განუცხადა, “საზღვაო დესანტის გადასხმა ყველაზე რთული სამხედრო ოპერაციაა”, და მარაგის შევსება რთული იქნება განსაკუთრებით იმ შეთხვევაში, თუ ჩინეთი გადაკეტავს წვდომას ოკეანის გადაზიდვებზე.
2027 წლისთვის შეერთებული შტატები გეგმავს არა მხოლოდ ტაივანის შეიარაღებას, არამედ საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზებას, – ფიქრობენ Associated Press წყაროები.
“იანვარში კუნძულ ოკინავაზე გაიმართა აშშ-ის არმიისა და იაპონიის თავდაცვის ძალების მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა. იაპონიამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ შექმნის ახალი სამხედრო ბაზას დაუსახლებელ კუნძულ მაგესიმაზე”, – განუცხადა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ მიხაილოვსკიმ რუსულ სააგენტო Regnum-ს. – “რამდენიმე ხნის წინ კუნძული იაპონიის ხელისუფლებამ კერძო პირებისგან იყიდა. ვარაუდობენ, რომ იქ შეიქმნება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები და ინფრასტრუქტურა ერთობლივი წვრთნებისთვის. სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში, კუნძული შეიძლება გადაიქცეს ტაივანში სამხედრო ტვირთის მიწოდების კერად.”
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ დამატებითი გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების განლაგებას, ფაქტობრივად, ოკინავაზე, – დასძინა მიხაილოვსკიმ.
აშშ აშკარად აძლიერებს პოტენციურ სამხრეთ ფრონტს. თებერვლის დასაწყისში პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი ჩავიდა ფილიპინებზე და გამოაცხადა, რომ აშშ გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას არქიპელაგზე, რა თქმა უნდა, თავად მანილას თხოვნით. მოხსენიებული იყო “სამხედრო ძალების დამატებითი როტაცია ტაივანის სრუტის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროებზე” და “ლოგისტიკური მხარდაჭერა ჩინეთთან ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში.”
აშკარაა, რომ ამერიკელები თავიანთი აქტიურობით პეკინის პროვოცირებას ახდენენ მაშინ, როდესაც ჩინეთი “კონფლიქტში არმოხვედრის აშკარა სურვილის დემონსტრირებას ახდენს”, – აღნიშნავს მიხაილოვსკი. მისი აზრით, პეკინში ითავისებენ „სხვა ქვეყნებში ინტერვენციის პოზიტიური გამოცდილების არარსებობას“. ბოლო კამპანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ – ომმა ვიეტნამის წინააღმდეგ 1979 წლის მარტში, ჩინეთის სახალხო განმანთავისუფებელი არმიის წარუმატებლობის დემონსტრირება მოახდინა (მიუხედავად იმისა, რომ პეკინი მარცხს არ აღიარებს) – მიანიშნებს ექსპერტი.
მიხაილოვსკის თქმით, ჩინეთის მიზანია, შეინარჩუნოს სიტუაცია ტაიპეისთან და ვაშინგტონთან წმინდა პოლიტიკური დაპირისპირების ფარგლებში. ამიტომ, პეკინმა, წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის პროვოკაციული ვიზიტით ტაივანში გასული წლის ინციდენტში აჩვენა “არა სიმხდალე, არამედ სტრატეგიული წინდახედულობა”, – აღნიშნა ექსპერტმა.
აშშ ცდილობს, დროზე ადრე აიძულოს ჩინეთი აქტიური სამხედრო მოქმედებისკენ, რომლის ინტერესი თავადვე პეკინს არ აქვს. ამ ძალისხმევის საბოლოო მიზანია – ჩინეთი ჩაერთოს ომში მისთვის ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის სერიოზულად შემცირების მიზნით.
ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტის განვითარების რამდენიმე სცენარი შეიძლება არსებობდეს, აღნიშნა მიხაილოვსკიმ.
“პირველი ვარიანტი – ჩინეთის არმიის ელვისებური სამხედრო ოპერაციაა, რომლის დროსაც დაიკავებს ტაივანის კუნძულს პრაქტიკულად ერთ კვირაში. და თუ ჩინეთს შეუძლია კუნძულის დაკავება, მაშინ მხოლოდ ერთი გადამწყვეტი დარტყმით. ეს საუკეთესო ვარიანტია”, – მიიჩნევს ექსპერტი.
სწრაფი გადასროლის თანამედროვე საშუალებებს, 180 -ილომეტრიანი ტაივანის სრუტით, პეკინი, როგორც ჩანს, აგროვებს. ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთის საზღვაო ძალებს შეიარაღებაში აქვთ რვა უნივერსალური სადესანტო გემი “ტიპი-075”, რომლებიც ასევე ვერტმფრენის გადამზიდავები არიან. 2022 წლის ნოემბერში South China Morning შეგვატყობინა, რომ ჩინეთის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს მანევრები, რომელშიც მონაწილეობდა “ტიპი-075” ორი ახალი მოდიფიკაციის «ჰაინანი» და«გუანსი». ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ახდენს იულინის ბირთვული წყალქვეშა ბაზის მოდერნიზაციას ჰაინანის კუნძულზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
“მაგრამ ტაივანის არმია, სულაც არ არის პატარა, მზად არის ასეთი სცენარისთვის”, – მიიჩნევს მიხაილოვსკი. ტაივანის შეიარაღებული ძალები – დაახლოებით 170 ათასი აქტიური და ნახევარ მილიონამდე რეზერვისტია. რაც მთავარია, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ძალებს გააჩნიათ ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot PAC-3 (რომლებიც უკრაინამ მოითხოვა და ჯერ არ მიუღია) და tian Kung 2 მიწა-ჰაერი რაკეტები, რომლებიც შექმნილია საჰაერო ბაზების დასაცავად და მცირე მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრის ძალების საწინააღმდეგოდ.
“აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ჩინეთის ავიაციამ შეიძლება განიცადოს მძიმე დანაკარგები და დესანტი ნაწილობრივ განადგურდება ტაივანის სრუტეში. მიუხედავად იმისა, რომ მანძილი მცირეა, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ შეჭრის შემთხვევაში, ჩინეთის სახალხო არმიის ძალები არ იქნება საკმარისი ელვისებური ოპერაციისთვის”, – მსჯელობს მიხაილოვსკი.
მეორე ვარიანტი, გეგმა „ბ“,არის გამოფიტვისკენ მიმართული ომი – მიიჩნევს ექსპერტი. “ანუ კუნძულის სატრანსპორტო ბლოკადა მუდმივი დარტყმებით, რათა აიძულოს ტაივანი დანებდეს”, – თქვა ექსპერტმა.
მაგრამ, ჩინეთი უფრო პირველ ვარიანტის მიხედვით, სწრაფ და ნაკლებხარჯიან ოპერაციაზე აკეთებს ფსონს. და, მეორეც, ბლოკადა შეიძლება გულისხმობდეს შეერთებული შტატების მცდელობებს ამ ბლოკადის გარღვევის მიზნით, რაც, თავის მხრივ, შეერთებულ შტატებთან პირდაპირი შეჯახების რეალურ რისკს შექმნის, რომლის თავიდან აცილებასაც პეკინი ცდილობს ყველა საშუალებით.
“ასე რომ, ორივე სცენარი აშკარად არ არის პეკინის სასარგებლოდ”, – მიიჩნევს მიხაილოვსკი. – რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი უფრო ხელს აძლევს ამერიკის შეერთებული შტატებს.”
“და ადრე თუ გვიან ჩინეთი შეიძლება აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, როდესაც შეუძლებელი იქნება ომის გარეშე გადაწყვიტოს პრობლემა”, – რეზიუმეს აკეთებს ექსპერტი. — ვთქვათ, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ტაივანში საშუალო ან გრძელვადიანი რაკეტების განლაგებას. და ამ შემთხვევაში, მოუწევს ომი ჩინეთს. მაგრამ იმ დროისთვის აშშ უკვე მომზადებულები იქნებიან. ახალი ბაზები მზად იქნება და იარაღის წარმოება საჭირო მაჩვენებლებს მიაღწევს”.