ბიუროს სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დაინიცირდა

ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.

დოკუმენტთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილს შენიშვნები ჰქონდა, თუმცა მათ პარლამენტის თავმჯდომარემ ურჩია, შინაარსობრივ განხილვებში ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები სწორედ ამ ფორმით დააფიქსირონ. უახლოეს პერიოდში კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ კანონად ქცევის შემთხვევში, კანონპროექტი დემოკრატიას დააზიანებს.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.