ამ რეჟიმს არანაირი სურვილი არ აქვს მინიმალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, როდესაც ღიად, ცინიკურად, პირდაპირ ეთერში კლავენ მთავარი პატრიოტული და ოპოზიციური პარტიის ლიდერს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება, ვიდრე “გავრილოვების, საქართველოს მოღალატეთა ბანდის რეჟიმი არ მოშორდება ხელისუფლებას”.
“ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტი არის პროტესტი იმ უმსგავსობასთან მიმართებაში, რასაც ეს რეჟიმი ჩადის. ბოიკოტი იმის გამოვლინებაა, რომ ამ რეჟიმს არანაირი სურვილი არ აქვს მინიმალურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, როდესაც ღიად, ცინიკურად, პირდაპირ ეთერში კლავენ მთავარი პატრიოტული და ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ბუნებრივია, ამით აღვივებენ იმ პოლარიზაციას, რომლის აღმოფხვრისკენაც მოუწოდებს ევროკავშირი საქართველოს ხელოსუფლებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს არის ამ პროტესტის გამოხატულება. ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც საქართველოშია, ვერ მოგვარდება, სანამ გავრილოვების, საქართველოს მოღალატეთა ბანდის რეჟიმი არ მოშორდება ხელისუფლებას” , – აღნიშნა ბარამიძემ.