ირაკლი ქადაგიშვილი: მიმაჩნია, რომ ყველა კანონპროექტი ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალობას – ყველა კანონპროექტში ეს უნდა იყოს მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე შექმნილ დისკუსიას გამოეხმაურა.

„მიმაჩნია, რომ ყველა კანონპროექტი ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალობას – ყველა კანონპროექტში ეს უნდა იყოს მთავარი. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ მეტ გამჭვირვალობას.

რაც შეეხება იმას, რომ იქ დისკუსია მიმდინარეობს კონკრეტულ საკითხებზე, ამაზე განხილვა როდესაც იქნება, ეს დისკუსია იქ იქნება. გამჭვირვალობის პრინციპს მე მხარს ვუჭერ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.