ჯო ბაიდენი: ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას. უყრაინა დგას. დემოკრატია დგას

CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა უყრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $500-მილიონიანი პაკეტის შესახებ განაცხადა. ამ თემაზე აშშ-ს პრეზიდენტმა კიევში, ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან ასევე გამოხატა თავისი აღფრთოვანება გმირი უყრაინელი ხალხისადმი.

„პუტინს ეგონა, რომ უყრაინა სუსტია, დასავლეთი კი გახლეჩილი. ეგონა, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებდა. არა მგონია, ახლაც ასე ფიქრობდეს. უბრალოდ ცდებოდა. ერთი წლის შემდეგ ამის მტკიცებულება აქ, ამ ოთახშია. ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთი წლის შემდეგ, კიევი დგას. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.

თავის მხრივ, უყრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა უურაინისთვის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს.