ხატია დეკანოიძე: რუსეთთან და სანქცირებულ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა ძალიან სახიფათოა.

რუსეთთან და სანქცირებულ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა ძალიან სახიფათოა. ჩვენ ეს არასწორ მხარეს გვაყენებს უკრაინასთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბელარუსული ავიაკომპანიისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, სერიოზულად გასაანალიზებელია, ის რისკები და საფრთხეები, რომელიც სანქცირებული ავიაკომპანიების შემოსვლით, მათ შორის ასევე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით, საქართველოს ემუქრება.

„POSTV – ის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ამ მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლა იგეგმება, რათა ბელარუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ფრენა აეკრძალოს და მოხდეს მისი სანქცირება.