საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეიკრიბოს და იმსჯელოს.
„ქართულ ოცნებაში“ ჯერ ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ამ კვირაში, ან შეიძლება შემდეგ კვირას გვქონდეს შეხვედრა პარტიის შიგნით, სადაც ვისაუბრებთ ამ კანონპროექტზე. გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა სამხარაძემ.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.