სააკაშვილი ბოდვები ბაიდენზე: არასოდეს დამავიწყდება “კოპალას” აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია

მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავათქო. არასოდეს დამავიწყდება “კოპალას” აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია.”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევშია. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადასტურებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჯო ბაიდენი უყრაინის მეზობელ პოლონეთში ვიზიტს და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავდა. ამერიკის პირველი პირის კიევში ჩასვლა არ დასტურდებოდა.

დღეს უყრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ დააკონკრეტეს. უყრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.

სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ბაიდენის კიევში ჩასვლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.