ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ უყრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა.
ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის მუდმივი ესკალაციის გამო და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობით. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკის აჟიოტაჟი – დღეს უყრაინა, ხვალ ტაივანი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უყრაინის ომის წლისთავამდე მოსკოვში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის სამსახურის ხელმძღვანელი ვან ი გეგმავს ჩასვლას.