ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც ამბობენ, რუსული და ამერიკული კანონი ერთმანეთთან გაცილებით დიდ თანხვედრაშია

როგორც ამბობენ, რუსული და ამერიკული კანონი გაცილებით უფრო დიდ თანხვედრაშია და ეს ჩვენი კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შემოგვთავაზა, თავისი შინაარსით ბევრად უფრო ლიბერალურია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი წადაგიშვილმა განაცხადა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. მისი თქმით, ამ კანონპროექტით არ ირღვევა ადამიანის უფლებათა არცერთი ძირითადი დებულება.

„როდესაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა და იდეა არის გამჭვირვალობაზე და ამ პარტნიორობაზე აგებული და აღმოჩნდება, რომ თურმე ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა არის დემოკრატიისთვის და ევროინტეგრაციისთვის დამღუპველი, აქ ცოტა ერთმანეთთან შეუსაბამო საკითხებთან გვაქვს საქმე. გარდა ამ ამერიკული კანონისა, არსებობს გერმანული რეგულაციის წესები, სადაც ვალდებულება აქვთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მუდმივად წარუდგინონ ანგარიშები მათი საქმიანობის შესახებ. აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მინიმალური სტანდარტი შემოგვაქვს, რომელიც არ არღვევს ადამიანის უფლებათა არცერთ ძირითად დებულებას. მესმის, რომ სიტყვა აგენტი, შეიძლება ინგლისურ რეალობაში ეს ტერმინოლოგია სხვანაირად ჟღერს და ჩვენს რეალობაში ამან გამოიწვია ძირითადად ვნებათაღელვა, მაგრამ, ეს განხილვის საკითხად ჯერ არ დამდგარა.

ალბათ, კარგი იქნება თუ ამ კანონის მესვეურები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვცემენ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, რუსული და ამერიკული კანონი გაცილებით უფრო დიდ თანხვედრაშია და ეს ჩვენი კანონი, რომელიც ხალხის ძალამ შემოგვთავაზა, თავისი შინაარსით ბევრად უფრო ლიბერალურია. საერთოდ არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდება და ა.შ. თვითონ დეკლარირების ხარისხიც გაცილებით დაბალია. მაგალითად, ამერიკული კანონმდებლობის ფარგლებში ვიხილეთ, რომ, როდესაც კერძო პირმა, მიხეილ სააკაშვილის დედამ დადო ხელშეკრულება ლობისტურ ორგანიზაციასთან, იქ არამარტო ხელშეკრულების შინაარსი გახდა ცნობილი, რა თანხა იყო გადახდილი, არამედ, ხელშეკრულების დამდების ყველა პირადი მონაცემი და ქონებრივი მდგომარეობა გახდა ცნობილი და აქედან გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე სახლს ფლობენ აშშ-ში და ა.შ. ანუ, იქ რეგულაცია გაცილებით ღრმა არის, გაცილებით დიდია, ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება და სანქციების სისტემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს სწორედ ამიტომაა საუბარი, რომ გამჭვირვალობა, ყველასთვის უნდა იყოს ხელსაყრელი, რომ არასდროს ზედმეტი შეკითხვა არავის გააჩნდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.