საერთაშორისო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ჰყავდეს ძლიერი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამიტომ ჩვენი მათი მოთხოვნის გათვალისწინებითაც, იმიტომ, რომ საქმე ანტიევროპულ კანონს ეხება, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში და გავაგრძელებთ მასში მონაწილეობას, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„როდესაც ქვეყანაში ანტიევროპული კანონის შემოტანა ხდება, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. ეს იქნება მთავარი საკითხი, რის შემდეგაც ჩვენ ბოიკოტს შევწყვეტთ და დავუბრუნდეთ საპარლამენტო საქმიანობას. იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნაც ის არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაზე და ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ჰყავდეს ძლიერი ოპოზიციური წარმომადგენლობა. ამიტომ მათი მოთხოვნის გათვალისწინებითაც, იმიტომ, რომ საქმე ანტიევროპულ კანონს ეხება, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში და გავაგრძელებთ მასში მონაწილეობას. ეს არის ჩემი აზრი.
ეს არ არის განხილული ჯერ გუნდში, თუმცა ფრაქციის ბევრი წევრი ასე ფიქრობს. ჩვენ ფორმალურად უნდა შევიკრიბოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.
თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის