თურქეთში უკვე ახალი მსხვერპლია – ცოტა ხნის წინ მომხდარ მიწისძვრას დაღუპულები და ასეულობით დაშავებული ჰყავს (უახლესი ცნობები)

თურქეთში, 20 თებერვალს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. სულეიმან სოილუს განცხადებით, ახალი მიწისძვრების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დროისთვის სამ ადგილას მიმდინარეობს.

მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში ხალხი მოჰყვა.