ანა წითლიძე ლონდონში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე: მესმის, რომ არსებობს ფოტომასალა, მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს

თქვენი ექსკლუზივი ჩემთვის არ არის ჭეშმარიტების საწყისი, მესმის, რომ არსებობს ფოტომასალა, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე „ქრონიკის“ ექსკლუზიურ ფოტოს, რომელიც ასახავს ლონდონში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს, სადაც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.

„დავით კეზერაშვილი რატომ არის საინტერესო ქართული პოლიტიკისთვის, საჯარო პირია?“, – აღნიშნავს წითლიძე.

„ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.„ქრონიკის“ წყაროს ინფორმაციით, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.