“ნანგრევები ჩამოიშალა და …” –  თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ტრაგიკულად დაიღუპა

თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა – დანიელ ბულკაშვილი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილი ხდება ნანგრევები ჩამოიშალა და სიკვდილიც ამან გამოიწვია.

ამ სამწუხარო ინ­ფორ­მა­ცი­ას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი – გიორგი დიასამიძე ავრცელებს.

„არ ვიცი, რა დავწერო, გული ძალიან მეწვის… მარადიული ხსოვნა მეგობარო. შენ მართლა გმირი იყავი და გმირად დარჩები ჩვენს გულში”, – წერს დიასამიძე.

წყარო: “დაიჯესტი”