უმნიშვნელოვანესია ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ადეკვატური წარმოჩენა არა მხოლოდ წარმომადგენლობით დონეზე სამიტის ფარგლებში, არამედ პოლიტიკურ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი გზავნილები უნდა იყოს საქართველოზე. უნდა აისახოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ასევე პროგრესი თავდაცვის და საერთო ღირებულებების კონტექსტში და პროგრესი, რომ საქართველო კვლავ არის დასავლეთთან ერთად იმ ეროვნულ ინტერესში, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვა, – ამის შესახებ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბრიუსელში „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამისთვის ბევრმა ქართველმა თავი დადო. ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ რა ფორმატებში იქნება საქართველოს მონაწილეობა გადაწყვეტილი და ასევე სავარაუდო შესაძლებლობების საკითხი. სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა საქართველოში არ მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კომუნიკაცია საგარეო უწყებამ განახორციელოს. როგორც შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანდებიან მაპის გარეშე. ვფიქრობ ამ ჩანაწერის ფორმულირება ნატოს სამიტის კომუნიკეში იქნებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და აღნიშვნა, რომ საქართველო სწორ გზაზეა და ახორციელებს საშინაო დავალებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.