“თქვი, თუ რამე ჯაშუში იცი, ბატონო ჩემო, თქვი. თირემ აგერ არის კოდექსში 375-ე მუხლი თავისი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს კოდექსი და მუხლი კიდევ დიდხანს არ შეიცვლება… ” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მან ტვ “იმედთან” ინტერვიუში გააკეთა.
“სერიიდან: აბა შეხედეთ ჩვენს რიგებშიო- გუშინდელ ტვ იმედში ბრძანა ექსსპიკერმა და აწ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ- აგენტებიც იყვნენ და ჯაშუშებიცო. აგენტები ოქრიაშვილი, ხუხაშვილი და ბესელიაო და ჯაშუშებს არ ვიტყვიო. არ იტყვი, კაია. ჯაშუში სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით დამნაშავეა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე და თუ იცი დამნაშავე და არ ამბობ, ეგ დანაშაულის დაფარვაა. ეგეც დანაშაულია 375- ე მუხლით. და დანაშაულის დამფარავი ექსსპიკერი გვყვავს ჩვენ ყველას და
დამნაშავე პარტიის თავ- რე მმართველებს? ეგ როგორ? თქვი, თუ რამე ჯაშუში იცი, ბატონო ჩემო, თქვი. თორემ აგერ არის კოდექსში 375-ე მუხლი თავისი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს კოდექსი და მუხლი კიდევ დიდხანს არ შეიცვლება… სხვათაშოროს, ამ მუხლით არიან გასამართლებული ესებუას ძმა და სააკაშვილის ტრაილერის მძღოლი.”