უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება აცხადებს, რომ კიევი არ გამოიყენებს დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ კულებამ „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კულებას განმარტებით, გამანადგურებლები უყრაინას ომის დასასრულებლად და რუსეთის ძალების აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად სჭირდება.
„პარტნიორებისგან მიღებულ იარაღს ჩვენ ვიყენებთ, რათა დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა დმიტრი კულებამ.
შეკითხვას, იძლევა თუ არა ის გარანტიას, რომ უყრაინა არ გამოიყენებს დასავლურ თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ სხვა შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ გარანტია, რომ დასავლურ იარაღს უყრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ“.