„ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ყველა აქცია კურიოზია და ყველზე მასშტაბური კურიოზი ხვალინდელი აქცია, რომლის დამგეგმავი აქციის დაწყებამდე გაიქცა და ახლა სხვა ქვეყანაში იმყოფება, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
იონათამიშვილმა აღნიშნულ ფაქტს უპასუხისმგებლო ქმედება და „ფსკერი“ უწოდა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური უფსკრულისკენ მიექანება.
„ჩვენ ვხედავთ აქცია-კურიოზებს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ყველა აქცია კურიოზია და ყველზე მასშტაბური კურიოზი ხვალინდელი აქციაა, რომლის დამგეგმავი აქციის დაწყებამდე გაიქცა და ახლა სხვა ქვეყანაში იმყოფება. ამაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და რა შეიძლება კიდევ ამაზე დიდი ფსკერი იყოს, მე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ და დგამენ.
შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება დაიღალა მუდმივად ამ აქციებზე საუბრითა და დღის წესრიგში მსგავსი საკითხების ყოფნით. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტ აქციებს მართავენ, მით მეტად ახლოვდება მათი მსვლელობა პოლიტიკურ უფსკრულში და ეს არის ლოგიკური, კანონზომიერი, რადგან ამ ადამიანებს ყველზე პოზიტიურ, მარტივ საკითხებზე ფოკუსირებაც არ შეუძლიათ და ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.