პირველი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ კრახით დასრულდა და ამ შეთქმულების მონაწილეები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ე.წ. ლობისტური კომპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი თანხით ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ გიული ალსანიასა და ფირმა „აკერმანის“ შორის გაფორმებულ კონტრაქტზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს ის თანხებია, რომელიც თავის დროზე არაკეთილსინდისიერი გზებით იყო გატანილი იმ ადამიანების მიერ, ვინც სახელმწიფო რეკეტს ახორციელებდნენ.
„სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის არის ინსტრუმენტი. რეალურად, ეს მათი მიზანი არ არის. მათი მიზანია საქართველოში არეულობის მოწყობა, რადგან ჰქონიათ, რომ თუკი აქ იქნება არეულობა, ეს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემთ კიდევ უფრო მეტი მილიონი გაიტანონ ჩვენი ქვეყნიდან. ძალიან კარგი, ხარჯონ ასე უმიზნოდ და უმისამართოდ ეს კრიმინალური გზებით ნაშოვნი თანხა. შეუძლებელია, დეზინფორმაციის კამპანიამ, სიცრუეზე აგებულმა დღის წესრიგმა დღეს ჩვენს საზოგადოებაში რაიმე სარგებელი ნახოს“, – ამბობს იონათამიშვილი.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი დეზინფორმაციას გულწრფელობას, საქმესა და კონკრეტულ შედეგებს უპირისპირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი თავის ამორჩეველს ატყუებს.
„ქრონიკის“ წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ინვოისი გაუგზავნა, რომლის თანახმადაც Akerman LLP-ი 175 000 დოლარის გადახდას ითხოვს.
როგორც „ქრონიკას“ წყარო უყვება, გიული ალასანია ამერიკელებისთვის ამ თანხის გადახდას არ აპირებს და ხელშეკრულების შეწყვეტას ძმას, თემურ ალასანიას სთხოვს, რომელსაც უთხრა, რომ აკერმანის მომსახურებით უკმაყოფილოა და ახლა ბრიტანული ლობისტური კომპანიის იმედი აქვს.