აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი უყრაინაში გამარჯვებას ვერ მიაღწევს.
„დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. არასდროს“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“.