როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა მისი ქონება იყო 127 000 ლარი, პლუს ჰქონდა 9500 დოლარი „სოსიეტე ჟენერალში“ და 3500 დოლარი „თიბისი ბანკში“. მისი დედა იყო ერთი მეცნიერ-მუშაკი ძალიან პატარა ხელფასით. დღეს ჩემი შეფასებით, მათი ქონება 100 მილიონს აჭარბებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს მოპარული ფულია და დღეს საქართველოს წინააღმდეგ იხარჯება.
„პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ გიული ალასანიას და სააკაშვილის ქონება არის უკანონო გზით შეძენილი და მითვისებული, დევს ჩემ მიერ გადაგზავნილი პროკურატურაში. ეს მასალები მე ჯერ კიდევ ადეიშვილის დროს გადავაგზავნე, მერე კბილაშვილს გადავუგზავნე. მე ამოვიღე სააკაშვილის დეკლარაცია 2004 წლის, როცა ის პრეზიდენტი გახდა და მისი ქონება იყო 127 000 ლარი, პლუს ჰქონდა 9500 დოლარი „სოსიეტე ჟენერალში“ და 3500 დოლარი „თიბისი ბანკში“. მისი დედა იყო ერთი მეცნიერ-მუშაკი ძალიან პატარა ხელფასით. დღეს ჩემი შეფასებით, მათი ქონება 100 მილიონს აჭარბებს, მათ შორისაა სახელმწიფო საკუთრებები.
გიჩვენებთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებს – გიული ალასანიას ქონების ნაწილია შენობები, რომლებიც თავის დროზე იყო სახელმწიფო საკუთრება, მათ შორისაა პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობა, სასამართლოს შენობა, საჯარო რეესტრის შენობა ბათუმში. ასევეა მიწის ნაკვეთები. ერთ-ერთ ბრძანებულებაში გიგი უგულავას საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემას ავალებს. დღეს საქართველოში ნაქურდალი ფული იხარჯება საქართველოს საწინააღმდეგოდ ქვეყნის გარეთ, ლობისტურ კომპანიებში, რომლებიც პირდაპირ ძირს უთხრიან საქართველოს. დღეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი გაიზარდა, ახლა აუცილებელია ჩვენ გავაკონტროლოთ უცხოური ფული (სხვათა შორის რუსული ფულიც იხარჯება, არსებობს რუსული ფონდები და ორგანიზაციები) შესაბამისად, გავლენის აგენტის ცნება, აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა ბაღათურიამ.
წყარო: imedinews.ge