საგარეო უწყება – საქართველო ძლიერად უჭერს მხარს უყრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მხარს უჭერს უყრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ერთი წელი გავიდა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების, უკრაინაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევიდან. საქართველო ძლიერად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხი დგას მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად“, – ნათქვამია  განცხადებაში.