„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების ხელფასებს ასაჯაროებს

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ერთი ნაწილის გაფიცვა უკვე 12 დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაჟღერდა, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასების ოდენობასთან დაკავშირებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცული თანამშრომლების  სახელფასო ანაზღაურების ოდენობებს ასაჯაროებს. რათა საზოგადოებას, მედიას და ყველა დაინტერესებულ ირს მიეცეს შესაძლებლობაგაეცნოს რეალურ და სწორ ინფორმაციას. 

გაფიცული თანამშრომლების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასის 30%-ით ზრდაა, როცა ჯერ კიდევ 2022 წელს, მათი ანაზღაურება კომპანიის მხრიდან უკვე გაზრდილია 50%-ით.  ამ ეტაპზე, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია. ამასთანავე, ყველა თანამშრომელს აქვს დაზღვევა, რომელსაც კომპანია იხდის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გადახედა თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ოდენობის საკითხს  და  მაჩვენებლებს ასაჯაროებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საწარმოს თანამშრომლები ხელფასს დღიური ანაზღაურებით იღებენ. შესაბამისად, მათი საშუალო ხელფასი ინდივიდუალურია  და დამოკიდებულია ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე.

კერძოდ, ბოლო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლებზე  დარიცხული საშუალო ხელფასი 1473.4 ლარიდან 1711.4 ლარამდე მერყეობს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.

„ჩვენ მზად ვართ თითოეულ გაფიცული თანამშრომლის ანაღაურებაზე, თუ მათი თანხმობა გვექნება კონკრეტულად ვისაუბროთ და გავასაჯაროოთ მათი შემოსავალი. ასე ყველასთვის ცხადი გახდება, რომ პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გაფიცულებს ავრცელებინებს ცრუ ინფორმაციას, იმისთვის რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, ის ბინძური გზებით ებრძვის კომპანიას, რომელიც ყველაზე დიდი დამსაქმებელი და გადასახადების გადამხდელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, კონკრეტული ციფრების გამოქვეყნებით ყველა დარწმუნდება, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა“, – განმარტავს შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე, ლევან კასრაძე.

შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა  გაფიცვა 13 თებერვლიდან გამოაცხადა.   გაფიცვას წინ უძღოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესიკომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაშ დასაქმებულემა დაიწუნეს და მოლაპარაკებების პროცესის ინიციატორ მხარე, გაფიცვის რეჟიმში მედიაციის პროცესის დასრულებამდე გადავიდა. როგორც ირკვევა, კომპანიის წარმომადგენლებმა საწარმოს ფინანსური მოცემულობის  ფარგლებში მაქსიმალურად განიხილეს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თუმცა  საბოლოო ჯამში შეიცვალა და რაოდენობრივად გაიზარდა მათი მოთხოვნები და ბოლოს 27 პუნქტი შეადგინა, რამაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეიყვანა.

გარდა ამისა, გაფიცვის დღეებში, სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ცრუ და ამავდროულად, ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიმართული არის კომპანიის დისკრედიტაციისაკენ. მოგახსენებთ, რომ  შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართავს სასამართლოს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით.