თბილისში უყრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციაში, სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უყრაინელები უყრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.

ამ დროისთვის, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იკრიბება და პარლამენტთან დაგეგმილ უყრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.