ხონის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას დღეს პროექტი ,,ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება“ წარუდგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ საზოგადოებას დღეს პროექტი ,,ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება“ წარუდგინა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – „აფხაზეთის“ პარტნიორობით ხორციელდება და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

პროექტის მიზანს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენს. შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებას, ჩატარდება მასშტაბური ადგილობრივი საინვესტიციო ფორუმი; გაიცემა 11 გრანტი ადგილობრივ ორგანიზაციებზე; სოფელ გორდში შეიქმნება ადგილობრივი პროდუქციის საგამოფენო სივრცეები და ჩატარდება სხვა ღონისძიებები.