აფეთქებები ბელარუსის სამხედრო აეროდრომ „მაჩულიში“, რომელთა შესახებაც ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებდა ცნობებს, სავარაუდოდ, თავდასხმას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн ავრცელებს.
არსებული ცნობით, სავარაუდო თავდასხმის სამიზნე რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა „ბორტის დაზიანებას სიმაღლიდან დაუდგენელი საგნის ჩამოგდებით“.
რუსული А-50-ის დაზიანებას ადასტურებს ინიციატივა BYPOL. მათი ცნობით, თვითმფრინავის ბორტმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
„დაზიანებულია თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბელარუსის მხრიდან მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.