დიმიტრი ხუნდაძე: ინტერესი 2008 წლის ომთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას.

ინტერესი 2008 წლის ომთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას. შიში არის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვას სათქმელი და ამ კითხვაზე ყველაზე მეტად პასუხის გაცემა შეუძლია თავად მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად იმდენად დისკრედიტებულია, რომ მისი ხელით ქვეყანაში არეულობის მოწყობა განულებულია. ამას ხედავენ მისი პოლიტიკური მეგობრები, მაგრამ ახალ ისტერიაა ატესილი, რომ იგი ქვეყნიდან როგორმე გაიყვანონ.

„არავინ ამბობს, რომ დამნაშავე არ არის. დამნაშავეა, მაგრამ მაინც უნდა გავიყვანოთ. მჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილმა ცუდად არ დაიწყოს საუბარი. აქაც პირველი თემა, წარსულის ომი დავარქვათ და ახლანდელი შესაძლებლობა, რომელიც ისტერიულად იყო აწეული თემა – ბომბების ცვენა, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა უკრაინასთან დაკავშირებით, ამდენად, აქაც ჩნდება კითხვა იმაზე, მეტი ხომ არ შეიძლება თქვას მიხეილ სააკაშვილმა, ვიდრე სხვას ექნებოდა სურვილი, მას ეს გაეჟღერებინა?

ინტერესი 2008 წლის ომთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას. შიში არის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვას სათქმელი და ამ კითხვაზე ყველაზე მეტად პასუხის გაცემა შეუძლია თავად მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხუნდაძემ.