დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს, რუსული უწოდა

სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს, რუსული კანონი უწოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ისტერია ატეხა იმ ხალხმა, ვისაც არ უნდა გამჭვირვალობა.

„კანონმა იმუშავა მის მიღებამდე. ისტერია ატეხა იმ ხალხმა, ვისაც არ უნდა გამჭვირვალობა. ჩვენი, „ხალხის ძალის“ პოლიტიკა სწორედ ისაა, რომ საჯარო პოლიტიკა გავააქტიუროთ და არა კულისების, მაგალითად, როდესაც ომთან დაკავშირებით მიდიოდა ძალიან აქტიური, სახიფათო საუბრები. ამიტომ ახლა საზოგადოებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ იცოდნენ, რომელი ორგანიზაციის უკან ვინ დგას. ერთ-ერთი ოპოზიციურ ტელევიზიაში თქვეს, „ხალხის ძალამ“ კანონში ჩაწერა, ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, მას დაიჭერენო. ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონში მსგავსი არაფერი წერია. რადგან ასეთი სპეკულაციები იყო, ჩვენ წარმოვადგინეთ ამერიკული ვარიანტი, რომელშიც წერტილი და მძიმეც კი არ არის შეცვლილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამერიკულ კანონს, რუსული კანონი უწოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.