ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ნაგებობა ჩამოინგრა.
საქართველოს პირველი არხის გადაღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალებს არკვევს.
როგორც საქართველოს პირველ არხს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.