“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კავშირის თავმჯდომარე ლადო ასლამაზიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის დიდი მეგობრის და გამგეობის წევრის, ლადო ასლამაზიშვილის გარდაცვალების გამო.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობამ ბატონო ლადოს სახით, შეუცვლელი მებრძოლი, ხოლო ქვეყანამ სამშობლოს დიდი ქომაგი დაკარგა. ლადო ასლამაზიშვილი 1989 წლიდან აქტიურად იყო ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცდილობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას.
ლადო ასლამაზიშვილი წვლილი არ იქნება დავიწყებული”