კანდიდატის სტატუსი არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს პროგრესისა და იმ ძალისხმევის გამო, რომელსაც საქართველო მიმართავს მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილე დინკუმ განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველო ევროინტეგრაციის სწორ გზაზეა და ძალიან მალე მიიღებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსს. რუმინეთი აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების გზაზე. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. კანდიდატის სტატუსი არის ის, რასაც საქართველო იმსახურებს პროგრესისა და იმ ძალისხმევის გამო, რომელსაც საქართველო მიმართავს მიზნის მისაღწევად.
მჯერა, საქართველოს შეუძლია ისწავლის რუმინეთის გამოცდილებიდან და ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას ამ გზაზე. მემორანდუმი ოფიციალურ სახეს აძლევს იმ ურთიერთობას, რაც უკვე არის საქართველოსა და რუმინეთს შორის. რუმინეთსა და საქართველოს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა. გვაქვს უკვე არაჩვეულებრივი ურთიერთობაა. მემორანდუმი ასახავს იმ თანამშრომლობას, რაც საქართველოსა და რუმინეთს შორისაა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, – განაცხადა ვასილე დინკუმ