ამერიკის რამდენიმე შტატს ტორნადომ გადაუარა. დაშავებულია 12 ადამიანი

ზამთრის შტორმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებში ტორნადოების სეზონი დაიწყო.

სტიქიამ ჯერ კალიფორნიის შტატს გადაუარა, შემდეგ კი აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოკლაჰომის, კანზასის, მისურისა და ტეხასის მცხორებლებს თავშესაფრის ძებნისკენ მოუწოდეს. კალიფორნიაში, ოკლაჰომასა და ტეხასში ათი ათსობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. უკვე ცნობილია 12 დაშავებულის შესახებ.