არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე: ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ის პარტიას დატოვებდა

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ის პარტიას დატოვებდა – ეს გარდაუვალია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„მელია და დამოუკიდებლობა ძალიან განსხვავებული ცნებებია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არჩევნების წაგების შემდეგ ის პარტიას დატოვებდა, როგორც ჩანს აქამდე მოითმინა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი პროგნოზები არ შესრულებულიყო, თუმცა ეს გარდაუვალია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის„ დაშლის პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობას არ აღიარებს. როგორც ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი რეალობა ძველ თავმჯდომარეს არ მოსწონს და დამოუკიდებელი აქტივობისთვის ემზადება, რაც მომავალში პარტიულ ინფრასტრუქტურაშიც გამოიხატება.