აშშ უყრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კირილოვმა განაცხადა.
კირილოვი რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯონ სალივანს ციტირებს, რომ „რუსული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების რაიონში გეგმავენ ქიმიური იარაღის გამოყენებას“.
ამასთან, კირილოვი, რომელიც შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ხელმძღვანელია, აღნიშნავს: „ამ ინფორმაციას ვაფასებთ, როგორც აშშ-ისა და მათი თანამზრახველების განზრახვას, განახორციელონ პროვოკაცია უყრაინის ტერიტორიაზე მომწამლავი ქიმიკატების გამოყენებით“.
მისი თქმით, რუსეთი გამოავლენს და დასჯის რეალურ დამნაშავეებს.