დმიტრი კულება – საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უყრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უყრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა, – ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, დაიცავს სააკაშვილის უფლებებს, ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უყრაინული პასპორტი აქვთ.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, შეუძლიათ იფიქრონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა და მე ვიბრძოლებ მისთვის“, – განაცხადა კულებამ.