ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იმამურა აკირას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და იაპონიის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„საქართველოსა და იაპონიას გვაკავშირებს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა და ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას. განვიხილეთ, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობები და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფების შესაძლო აქტივობები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.