არჩევნებს რომ ხაბეიშვილთან წააგებ, ამის მერე პოლიტიკაში როგორ უნდა დარჩე, ეს ცოტა არ მესმის და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„პოლიტიკურ მომავალზე საუბარიც კი ზედმეტია. ნაცმოძრაობა ორად დაიშლება, სამად თუ რამდენხელისუფლებიანობა იქნება შიგნით, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს არის არა ნაწილებად დაშლა, არამედ საერთოდ ამ ამ პარტიის გაქრობა ქართული პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ნიკა მელია „ნაციონლაურ მოძრაობაში“ რჩება, თუმცა ახალ გუნდს ქმნის.