ამერიკულმა კოსმოსურმა კორპორაციამ SpaceX, Falcon-9-ის გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) დაგეგმილ გაშვებამდე ორი წუთით ადრე გადადო. გადაწყვეტილების მიზეზი სახმელეთო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები იყო, ამის შესახებ აშშ-ს კოსმოსური სააგენტო (NASA) Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, შეუძლებელი გახდა ტრიეთიალუმინის ნარევის ჩატვირთვა ტრიეთილბორანთან, რომელიც ერთ-ერთ პირველ საფეხურზე გამოიყენება. საწვავი ამოტუმბეს და ეკიპაჟს ხომალდის დატოვება მოუწია.
კოსმოსურ ხომალდს Crew Dragon, ამერიკელი ასტრონავტები სტივენ ბოუენი და უორენ ჰობურგი, რუსი კოსმონავტი ანდრეი ფედიაევი და ასტრონავტი სულთან ალ-ნეჯადი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე უნდა მიეყვანა. NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა გაშვების გადადების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. “პილოტირებული კოსმოსური ფრენა სარისკო საქმეა და, როგორც ყოველთვის, ჩვენ გავფრინდებით, როცა მზად ვიქნებით”, – დასძინა მან.
ახალი გაშვების მცდელობა ხუთშაბათს, 2 მარტს განხორციელდება, თუ მანამდე ტექნიკური საკითხები მოგვარდება. ოთხკაციანი გუნდი ISS-ზე ექვს თვეს გაატარებს.