თამარ კორძაია – ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება

ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, რადგან პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ლევანი ყველაზე მისაღები კანდიდატია. ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ არგუმენტი „ქართულ ოცნებასაც“ არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან იოსელიანს თანამშრომლობა შეუძლია ორივე მხარესთან.

„ლევან იოსელიანი პრინციპული იყო საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხზე 5 ივლისთან დაკავშირებით. ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია“, – განაცხადა კორძაიამ.

პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.