28 თებერვალს, ალბანეთში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათგან ერთის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 4 ბალი შეადგინა.
პარალელურად, ალბანეთში ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე რიხტერის შკალით 2,6 მაგნიტუდა იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.