არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ არცერთი კანდიდატი არ მსახურებს სახალხო დამცველის პოსტს.

„ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილები არის: იაგო ხვიჩია, ლევან იოსელიანი, ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი, მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა.

მანამდე პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.