აშშ არ მოელის, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში უკრაინაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.
„უახლოეს კვირებში და თვეებში შეიძლება დავინახოთ, რომ ტერიტორიის მცირე ნაწილის კონტროლის ცვლილება მოხდება. არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსებს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ მომავალ წელს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ F-16-ების მიწოდებას შესაძლოა 18-24 თვე დასჭირდეს.
მან დასძინა, რომ უკრაინას სურდა თვითმფრინავები, მაგრამ ეს არ იყო მისი მთავარი პრიორიტეტი.
„ეს უკრაინელებისთვის პრიორიტეტია, მაგრამ ეს არ არის მათი სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი“, – დასძინა კალმა.