ხათუნა სამნიძე თუ ცდილობს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის რაღაც ქულები დაიწეროს, ეს არ გამოუვა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით“ საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ მას ზოგადად არ აქვს მხარდაჭერა. პირველ რიგში ზუსტად იმიტომ, რომ არასოდეს ის არ გამოდიოდა ქართული საზოგადოების ინტერესებიდან და არასოდეს აღიარებდა ქართულ ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს და ა.შ. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო. ხათუნა სამნიძე თუ ცდილობს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის რაღაც ქულები დაიწეროს, ეს მას არ გამოუვა იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ქართულ საზოგადოებაში მყარად არის ეს პოზიცია ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამტკიცებს რომ 2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა. სამნიძე ამბობს, რომ მაშინ რესპუბლიკელების სიტყვით გამოსვლა ყირიმისა და დონბასის თემას ეხებოდა.