ლელა ჯანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობა შეაჯამა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კონფერენცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მისი სამართლებრივი ასპექტები საქართველოში” გამართა. სამსახური ერთი წელია რაც შეიქმნა და ლელა ჯანაშვილმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა.

მან ისაუბრა გამოწვევებზეც. ღონისძიებას, სასამართლოსა და პარლამენტის წევრები, ასევე ექსპერტები დაესწრნენ.