პერუში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უძველეს მუმიას საკვების მიწოდების ჩანთაში ინახავდა

პერუს პოლიციამ საკვების მიწოდების ჩანთა-მაცივარში 600-იდან 800 წლის, ესპანური ეპოქის მუმია იპოვა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

მუმიფიცირებული ნაშთები სამი მამაკაცის ჩანთაში იპოვეს, ისინი ქალაქ პუნოს პარკში ალკოჰოლს სვამდნენ.

“26 წლის მამაკაცს ჰქონდა საკვების მიწოდების ჩანთა, რომელზედაც იყო წარწერა “Pedidos Ya”. შიგნით კი მუმია იპოვეს”, – განუცხადა CNN-ს პოლიციის უფროსმა აგენტმა მარკო ანტონიო ორტეგამ. Pedidos Ya ლათინური ამერიკის საკვების მიწოდების აპლიკაციაა.

მუმიის მფლობელმა – ხულიო სეზარ ბერმეხომ, ადგილობრივ მედიასთან საუბარში ნეშტს “ხუანიტა” და “სულიერი მეგობარი” უწოდა.

“სახლში ვინახავ, ჩემს ოთახში, ჩემთან სძინავს. მე მასზე ვზრუნავ”, – თქვა მან.

პერუს საინფორმაციო სააგენტო ANDINA იტყობინება, რომ მუმია, სავარაუდოდ, ზრდასრული მამაკაცია და პუნოს აღმოსავლეთ რეგიონიდანაა.

ის ამჟამად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მუმია ეროვნულ კულტურულ საგანძურად შეფასდა. ცეზარ ბერმეხო პატიმრობაში მანამ იქნება, სანამ გამომძიებლები საქმეს არ გამოიძიებენ.