საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
შემთხვევა ქალაქ ლარისასთან ახლოს მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. რატომ აღმოჩნდა ორივე მათგანი ერთ გზაზე, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა, ერთ ვაგონს კი ხანძარი გაუჩნდა.