ვაკის რაიონში გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სახურავების განახლების პროცესი წყნეთში, გაგრის N10გ-სა და ვაკეში, ჩხიკვაძის N10-ში სრულდება. ჩხიკვაძის N10-ში, ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდება.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.
სხვადასხვა სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% – 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.