YouTube-ს, ბრიტანელი ბავშვების მონაცემების შეგროვებაში სდებენ ბრალს

გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისი განიხილავს საქველმოქმედო ჯგუფის საჩივარს, რომელიც აცხადებს, რომ ონლაინ ვიდეო ჰოსტინგი YouTube არღვევს გაერთიანებული სამეფოს ბავშვთა კოდექსს, რომელიც შემოღებულ იქნა 2020 წელს და უკანონოდ აგროვებს მონაცემებს ბავშვების შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.

“როგორც მარეგულირებელი, ჩვენ ველით, რომ ბავშვების მონაცემები ონლაინ სივრცეში დაცული იქნება”, – თქვა კომისრის მოადგილემ სტივენ ბონერმა, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტო მიიღებს ზომებს, თუკი დარღვევებს აღმოაჩენს.

საქველმოქმედო ჯგუფმა 5Rights და ასევე სამი მცირეწლოვანი შვილის მამამ, საჩივარი ინფორმაციის კომისრის ოფისში შეიტანეს. ისინი YouTube-ს, ბრიტანეთში მინიმუმ 5 მილიონი ბავშვის ადგილსამყოფლის, ჩვევებისა და პრეფერენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებენ, იტყობინება BBC.