აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანაც ცდილობდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელიც თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანაც ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, 40 წლის მარკ მაფლი პენსილვანიის აეროპორტში ჩემოდნით მივიდა და ფლორიდაში გაფრენას აპირებდა. თუმცა ბარგის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

ამის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ მას სპეციალურ ადგილას გამოცხადება სთხოვა, თუმცა ეჭვმიტანილი აეროპორტიდან გაიქცა. ის მოგვიანებით ფედერალური ბიუროს აგენტებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

ინციდენტის გამო პენსილვანიის აეროპორტის ერთი ნაწილი რამდენიმე საათით დახურული იყო.