ჩინეთი შესაძლოა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს

ჩინეთი, შესაძლოა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ავსტრალიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსების კვლევებმა აჩვენა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებს ტექნოლოგიურ სფეროში წინ უსწრებს.

44 სფეროდან 37-ში პეკინი ლიდერობს. ამის გამო შესაძლოა პეკინმა მსოფლიოში სინთეტიკური ბიოლოგიასა და ნანოტექნოლოგიების მხრივ მონოპოლია მოიპოვოს. ანალიტიკოსების ანგარიშში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ძლიერია ისეთ ტექნოლოგიებში, რომლებიც კოსმოსურ სფეროს, კვანტურ გამოთვლებსა და ვაქცინების წარმოებას ეხება.